ლიმუდი არის ბრიტანელი ებრაელების მიერ 40 წელზე მეტი ხნის წინ დაარსებული, გამორჩეული ფორმატის ებრაული კულტურულ-გასართობი ღონისძიება, რომელიც იძლევა ახალი გაცნობების, ინტენსიური და თავშესაქცევი, ინტელექტუალური საუბრების და სწავლების შესაძლებლობას.
Limmud FSU. Israel 2021.
ლიმუდზე ყოველთვის არის რამოდენინე სესია თვითონ მონაწილის არჩევანის მიხედვით, და ცალკე საბავშვო პროგრამა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. სესიების წამყვანები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: პოლიტიკოსები,მეცნიერები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, ფსიქოლოგები, ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ა. შ. ამის გარდა,ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაატაროს თავისი სესია ლიმუდზე.
ლიმუდის ფორმატი უნიკალურია იმით, რომ კონფერენციები უპირატესად ორგანიზდება ვოლონტიორების მიერ, რომლებიც თავისი ძალებით ქმნიან მაქსიმალურად საინტერესო პროგრამას თავისი რეგიონის თემისთვის. სესიის წამყვანებიც ასევე უსასყიდლოდ,ნებაყოფლობით საფუძველზე აკეთებენ ამ საქმეს.
Фестиваль Лимуд FSU Израиль. 2021.

ლიმუდი ტარდება მსოფლიოს ათეულობით თემებში-იოჰანესბურგიდან ნიუ-იორკამდე და მელბურნიდან იერუსალიმამდე, და ღიაა ყველასთვის,განურჩევლად ასაკისა და ებრაული თემის ცხოვრებაში ჩართულობის სიხშირისა.
ლიმუდზე ყოველ მონაწილეს შეაქვს თავისი წვლილი ღონისძიებაში, კონფერენციაზე მონაწილეობის საფასურის გადახდით. მონაწილეების პირადი შენატანი არის განუყოფელი ნაწილი იმ ბიუჯეტისა, რომელიც იძლევა ლიმუდების ჩატარების და განვითარების საშუალებას.
2006 წელს დაარსდა LiMMUD FSU-კონფერენცია დსთ-ს ქვეყნებში მცხოვრები როგორც ებრაელებისთვის, ასევე ქვეყნიდან გამოსულებისთვის. ამ მომენტისათვის უკვე ჩატარებულია 80 კონფერენციაზე მეტი მსოფლიოს 13 ქვეყანაში-თითოეულ ლიმუდზე 200 დან 2500 მდე მონაწილეებით.
MINI LiMMUD TBILISI-ში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა, რის შემდეგაც თქვენ გადამისამართდებით საფასურის გადახდის გვერდზე.
მონაწილეობის საფასური: უფროსი 20.05 მდე - 35 ლარი, უფროსი - 45 ლარი / ბავშვი (7-15 წლამდე) - 20 ლარი*
Mini Limmud ზე იქნება მრავალფეროვანი სესიები (ლექციები, ვორქშოფები, მასტერკლასები და ა.შ) არჩევითად 3 ენაზე, მუსიკალური პროგრამები და ქოშერი ვახშამი. მონაწილეობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ, რადგანაც უშუალოდ ღონისძიების დღეს, 9 ივნისს, ბილეთები არ იქნება. *ცალკე საბავშვო პროგრამა გათვალისწინებული არ არის